გამოიგონეს კანის პრინტერი, რომელიც ადამიანს აახალგაზრდავებს

Read Time:39 Second

ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი წარადგინეს. ამის შესახებ BBC წერს.

Opte – ასე ჰქვია სახის კანისა და ხელების სკანერს, რომლის პრეზენტაციაც კომპანია Procter and Gamble-მა კალიფორნიაში, CES 2019-ზე გააკეთა.

მოწყობილობა ჰიპერპიგმენტაციის ან ასაკობრივ ლაქებს აშორებს, აუფერულებს. Opte-ში კამერაა ინტეგრირებული, რომელიც წამში 200 სურათს იღებს. სკანერი სახის კანის ფერზე დაკვირვებით აგროვებს მონაცემებს და მას მიკროპროცესორზე გზავნის. ამის შემდეგ, მიღებული მასალა ე.წ. თერმულ inkjet პრინტერზე იგზავნება, რომელიც პროდუქტს პირდაპირ მომხმარებლის სახეზე ბეჭდავს.

მოწყობილობა კანის სამ ფერზე მუშაობს: ღია, საშუალო და მუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ Opte-ს ყველა ტიპის კანის გაახალგაზრდავებას შეძლებს.

6 იანვარს ლას-ვეგასში (აშშ) ელექტრომოწყობილობების ყოველწლიური გამოფენა CES-2019 გაიხსნა, რომელზეც მსხვილი კომპანიები და ნაკლებად ცნობილი სტარტაპები ახალ პროდუქტებს წარადგენენ. სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ კალიფორნიაში 11 იანვარს დაიხურება.

ფოტო: BBC
ფოტო: BBC

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლედი გაგამ რ. კელის შესახებ დუმილი დაარღვია
Next post მე, შენ, ჩვენ – ეს შევძელით! ლეიკემია დამარცხებულია! – დღეს ბექა თბილისში ბრუნდება!