მარტი 29, 2024
0 0
Read Time:47 Second

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ
აეროპორტი „რამონი“ კვლავ დაიწყებს მგზავრების გადაყვანას და
მიღებას. ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ 7 აგვისტოდან „რამონის“
აეროპორტიდან საქართველოში და კვიპროსზე შეასრულებს რეისებს.
ყოველ კვირას ლარნაკაზე, კვიპროსი და ბათუმში, საქართველო ორი
რეისი შესრულდება. ლარნაკაში რეისები კვირას და ხუთშაბათს
დაინიშნა. ბათუმში კი – ორშაბათობსა და პარასკევს.
„არკიას“ გენერალური დირექტორის ოზი ბერლოვეცის თქმით, მათი
ავიაკომანია პირველი იქნება, ვინც ეილათიდან საერთაშორისო
ფრენებს შეასრულებს. აქამდე, მხოლოდ ევროპაში ბიუჯეტური
ფრენები ხორციელდებოდა. ამ ფრენებს „ლოუქოსთერი“
ავიაკომპანიები ასრულებდნენ. ავიაკომპანიის საერთაშორისო
განყოფილების ხელმძღვანელი თვლის, რომ „რამონადან“ ფრენა
მშვიდი და უსაფრთხო იქნება, რადგან ამ აეროპორტში ყველაფერია,
რაც ქვეყნის მთავარ აეროპორტში, თელ-ავივის „ბენ-ჰურიონშია“.
ერთერთმა თურქულმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა დაინიშნოს
ყოვილკვირეული ფრენა ეილათი-სტამბულის მიმართულებით.
„რამონის“ აეროპორტი ეილათში, ძველი აეროპორტის ადგილას
აშენდა. მისი ფუნქცია „ბენ-ჰურიონის“ დატვირთვის შემცირებაა. მან
მუშაობა ვერ დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო. აქამდე,
მხოლოდ შიდა ფრენებისათვის გამოიყენებოდა.
ის ისრაელის სამხრეთში, ეილათიადან 20 კმ. მდებარეობს. სახელი კი
პირველი ებრაელი ასტრონავტის ილან რამონის და მისი შვილის,
სამხედრო მფრინავის, ასაფ რამონის საპატივცემულოდ დაერქვა.
ფოტო: რამონის აეროპორტი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები