გაეროს გენერალური მდივანი: რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სახიფათო ესკალაცია იქნება

Read Time:28 Second

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სახიფათო ესკალაცია იქნება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას.

„ნებისმიერ გადაწყვეტილებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის შესახებ არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

დღეს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული ინტერესია, ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს
Next post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის – ინტელექტუალური კრიზისი