გაგამარუს მე-8 მოგება

Read Time:28 Second

გაგამარუმ მე-13 დღის ორთაბრძოლა მოიგოქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 8 მოგება და 5 მარცხი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ბრძოლა მოიგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერ ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშით გაიმარჯვა. გაგამარუ მეტოქეს აქტიურად ეჭიდავა, თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და იაპონელი სუმოისტი დოჰიოდან გადაიყვანა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 8 მოგება და 5 მარცხია, რითიც მან დადებითი ბალანსი გაინაღდა. თეიმურაზ ჯუღელს ნაცუ ბაშოზე 2 ბრძოლა დარჩა. ქართველი სუმოისტი უნდა ეცადოს, რომ ორივე ბრძოლა მოიგოს, რათა მომდევნო ბაშოზე კიდევ ერთი კარგი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შანსი მიეცეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს
Next post შესაძლოა პოლიციამ აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა დააკავოს