მარტი 28, 2024
0 0
Read Time:27 Second

დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 წლის ბეთან სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.

სიმპსონი ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. 4-საათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება.

სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები