მარტი 29, 2024
0 0
Read Time:57 Second

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისთვის და 4 ივნისს გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო გლობალური ვაქცინის სამიტზე, 4 ივნისს, თქვენი მონაწილეობისათვის.

სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა ვაქცინის ალიანსის, Gavi-ს, მხარდასაჭერად. მონაწილეობა 60-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო, ჩვენ კი 8,8 მილიარდი აშშ დოლარი შევკრიბეთ, რაც ჩვენს მიერ მიზნად დასახულ 7,4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ეს პერიოდი გადამწყვეტია გლობალური ჯანდაცვისთვის. ჩვენ ყველამ დავინახეთ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ რამდენად დაუცველი ვართ მარტო მოქმედებისას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სამიტზე მიღებული გამოცდილება იმუნიზაციისადმი გლობალური ვალდებულების მაღალი დონის შესანარჩუნებლად. მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს კოლექტიურ მიზნებს და მოვახდენთ თავიდან აცილებადი სიკვდილიანობისა და პანდემიის მომავალი ტალღების პრევენციას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ლიდერობისთვის და თქვენს მიერ შეტანილი წვლილისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან COVID-19 პანდემიისა და თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები