მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 14 Second

არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველო ახლა მაქსიმალურ ზღვარზეა და შეუძლებელია მეტს გაუძლოს მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით.

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის დაავადების ყველაზე მეტი გავრცელება, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით მეტს გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სერიოზული რისკია, რომ შეზღუდვები რამდენიმე დღით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნას.

„ამაზე იყო ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე საუბარი. ჯერ ადამიანებს არ უნდა ჩავაშხამოთ ახალი წლის დღეები და მეორეც, მთელი თვის გაყიდვების 50% ამ დღეებზე მოდის. ამ ტიპის შეზღუდვები მსოფლიომ არ იცის, კი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ გვესმის, რომ ესეც მოცემულობაა. ალბათ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არის ესეც კომპენსაცია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, დამსაქმებელმა ხელფასი მისცენ. კომპრომისია სერიოზული, ბეწვის ხიდი, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები