ბიძინა ივანიშვილი – ჩემზე არანაკლები ქველმოქმედი და პატრიოტია დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები მოიპოვა, მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა

Read Time:51 Second

არტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც საქართველოს გარეჯის საზღვრის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები გადასცა. ივანიშვილის თქმით, გმირობის ტოლფასია, რაც დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა. „რახან ქველმოქმედებას შევეხეთ, ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია, მადლობა არ გადავაუხდო დავით ხიდაშელს. არ არის აუცილებელი, დიდი ფული და ძალისხმევა, ყველა ადამიანშია ქველმოქმედი. მოხუცებულს თუ გადაიყვან გადასასვლეზე, მიუხედავად იმისა, რომ გეჩქარება, ეს უკვე დიდ სიამოვნებას განიჭებს. მე ვიცი, როგორ მოიპოვა სხვადასხვა ქვეყნიდან რუკები დავით ხიდაშელმა, საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის გარდა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას გმირობად ვთვლი. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი. მივიჩნევ, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის. საჯაროდაც მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის არის ჭეშმარიტად დიდი ადამიანი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – მადლობა ექიმებს, პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის
Next post ვინ ცდილობს ვითარების არევას ბუკნარში? – რა ვიცით ფირუზ წულუკიძის შესახებ, რომლის ციხიდან დახსნას აჰმედ ჩატაევი ცდილობდა