ბიძინა ივანიშვილი – საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულლება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით

Read Time:1 Minute, 9 Second

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გუნდს არ დაუშვია ისეთი უხეში შეცდომა, რომლითაც შესაძლოა, განვითარების პროცესი შეეფერხებულიყო. ივანიშვილის თქმით, ძალიან უყვარს პოლემიკა, თანაგუნდელების აზრის მოსმენა, რამაც უხეშ შეცდომებს აარიდა. „საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით. სხვათაშორის, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც უხეში შეცდომები იყო. შეიძლება, რაღაც საკადრო შეცდომები გვქონდა პოლიტიკური არჩევის დროს, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი, მაგრამ ამანაც დიდად ვერ დააზარალა და შეაფერხა განვითარების პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, დიდი იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს, წვრილმანებში რომ ჩავიდე, ბევრს დავასახელებ, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ სტრატეგია სწორი იყო. საოცრად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სწორი მიმართულებით წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გუნდში მაქსიმალურად უნდა მოხარშონ ყველა პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია. მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით, აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ. ცოტა ეს გამოცდილება აკლიათ, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი, პატივისცემა აქვთ. გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, აუცილებლად აქვს გადაცდომები, მთავარია, უხეში, დიდი შეცდომები არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით
Next post ბიძინა ივანიშვილი – მადლობა ექიმებს, პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის