აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:54 Second

 ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო. ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები. 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა ,,ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა. ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში ქართუს დაფინანსებით მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლი სკოლა და პარკი. მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება. საბავშვო ბაღის გახსნას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ფონდ ,,ქართუს“ პროექტების მენეჯერი გიგი კობიაშვილი, პარლამენტის წევრები ირაკლი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ესწრებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას სწორედ მაშინ დაპირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები