მარტი 29, 2024
0 0
Read Time:33 Second

ბექა ძამაშვილმა „იმედის კვირასთან“ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპული სასამართლოსთვის დამაჯერებელი და სარწმუნო აღმოჩნდა სახელმწიფოს ვერსია იმის შესახებ თუ რატომ მოხდა გასროლა და სწორედ ამიტომ დაასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა.

„ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში შეაფასა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე ეს კონკრეტული სპეცოპერაცია. კონკრეტულად, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სპეცოპერაციის დროს ძალის, იარაღის გამოყენებას და შემდეგ უკვე იმსჯელა ამ კონკრეტულ სპეცოპერაციაზე, რომელიც სოფელ დუისში ჩატარდა და ევროპული სასამართლოს შეფასება ორივე მიმართულებით იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობა სტრასბურგის სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მტკიცებულება და საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაედგინა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, – ამბობს ძამაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები