აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:51 Second

რუსეთის ხელისუფლების გუშინდელი განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც არის გვიანი შუა საუკუნეების რაღაც პოლიტიკურ აზროვნებაში დარჩენილი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, პირველ რიგში, შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და მეორე მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლები.

„გუშინ, სამწუხაროდ, რუსეთის ამ ქმედებით უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ამ სიტუაციაში რთული გადასადგმელია, რადგან ძალიან სენსიტიური ვითარებაა. პირველ რიგში ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონი დავიცვათ ფართომასშტაბიანი ომისგან და იმედი მაქვს, ეს შესაძლებელია. საქართველომ უნდა იმოქმედოს იმდაგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და შეჩერებული იქნას რუსეთის აგრესიული ნაბიჯები. ვნახოთ, საერთაშორისო საზოგადოება რა ტაქტიკას შეიმუშავებს. პირველ რიგში პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ საქართველოს ჰქონდეს ერთგვარი ორიენტირი, თუ საით მიდის ცივილიზებული სამყარო. საქართველოს ამის მიხედვით მოუწევს, თავისი პოზიციის ფორმირება. ჯერ ეს უნდა მოხდეს, ჯერ არ მომხდარ. განცხადებები კეთდება უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები