ბექა დავითულიანის თქმით, „ქართუსგან“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის მოთხოვნა იგივეა, რაც ადამიანს უთხრან „სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ“

Read Time:43 Second

მე მგონი ცოტა უნამუსობაა, მინიმუმ, – ასე უპასუხა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია არ გადასცა. ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წევრის თმით, მიმდებარე ტერიტორია ფონდმა კერძო პირებისგან შეიძინა.

„იპოდრომის ტერიტორია რაც იყო, ქალაქს დაუბრუნდა. მიმდებარე ნაკვეთები კერძო ინვესტორმა და კერძო პირმა თუ შეისყიდა სხვა კერძო პირებისგან, ეს იგივე ტიპის მოთხოვნაა, რაც ადამიანს უთხრან: „კაი, რახან გვაჩუქე 36 ჰექტარი, რომელიც შენ გეკუთვნოდა, ახლა სახლიც გვაჩუქე, რომელშიც ცხოვრობ. ეს რა ლოგიკაა ახლა? რაც აქვს ყველაფერი გააჩუქოს? მათ ნებაზეა ახლა რას აჩუქებს და რას არა ქალაქს? წარმოუდგენელი რამეა. ფაქტობრივად იგივეა, რომ მოსთხოვო ადამიანს სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ. არასერიოზულია ძალიან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმებისას როგორ მოიქცნენ
Next post გიორგი გამსახურდია: მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს