აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:57 Second

ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ მუსიკოსმა, ბერა ივანიშვილმა განაცხადა.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები