მარტი 29, 2024
0 0
Read Time:22 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი – 300 ლარს მიიღებს.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ გამოსცა.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო დედაქალაქში აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები