“ბატონო მინისტრო, რატომ არ გადააღებინეთ თინა ბოკუჩავას სელფი, იმ ,,მერსედესთან”…- ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას

Read Time:48 Second

ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“  სელფი” – ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“  სელფი, სადაც „ფლეისთეიშენია” განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, დარწმუნებული ვარ ამათაც არ იციან,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.

გარდა ამისა, ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.

„ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

marshalpress.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
Next post დავით უსუფაშვილი -ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით