მარტი 29, 2024
0 0
Read Time:44 Second

ბათუმი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერვისების გაციფრულების და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში უკვე არაერთი სიახლეა დანერგილი, მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, ელექტრონული სისტემის აწყობა მუნიციპალიტეტებსა და კერძო ბანკებთან და სხვა თანამედროვე ციფრული სერვისები.

კონფერენციის ფარგლებში ოთხი პანელური დისკუსია გაიმართება. თითოეულზე მონაწილეები ციფრული და ტექნოლოგიური მიღწევების სააღსრულებო პროცესში დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ; მათ შორის, ფაქტების კონსტატაციის, სააუქციონო მომსახურების, მოვალეთა რეესტრის ბლოკჩეინის სისტემაში ინტეგრირების, აღსრულების პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ტექნიკური სამუშაოს გაციფრულებისა და ადამიანური რესურსის გამოთავისუფლების შესახებ; გაიმართება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ადაპტირებული გაციფრულების პროცესისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები