აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:38 Second

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დაასრულა და კომპანიის ვებგვერდზე ახალი არენის სურათები გამოქვეყნდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დამკვეთი აჭარის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული შპს „სტადიონი“ გახლდათ. ამ ორგანიზაციამ ასევე ააშენა სხვა სპორტული ობიექტები, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა – სპორსტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ბათუმის ყინულის სასახლე, ჩაქვში ძალოსნობის ბაზა.

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დაასრულა. სტადიონის ტევადობა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

მშენებლობა დასრულებულია და გახსნის მატჩს ელის, რაც ორჯერ, მაისსა და ივნისში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ორი მატჩი დაგეგმა და განაცხადი ეუფაშიც გააგზავნა. სფფ-ს სურს, რომ ნოემბერში ბათუმის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლოს, მაგრამ ბათუმში ოქტომბრიდან გაუარესებული ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გამო, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები