ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ

Read Time:1 Minute, 6 Second

პირველკლასელის სასკოლო ასაკი შესაძლოა, გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი განმარტებით, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

„სასკოლო მზაობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც რიცხვითი მონაცემი გავაჩეროთ, ეს იყოს დაბადების ასაკი ან 31 დეკემბერამდე პერიოდი, ან თუნდაც 16 სექტემბრამდე შევისწავლოთ ბავშვის მომზადება იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს. ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ეხება. შეიძლება იყოს 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი და ამის შემდეგ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდეს პირველ კლასში რა ასაკის შევა – ეს არის ჩემი მოსაზრება. არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიხედოს, მაგრამ ამას სერიოზულად დაჯდომა და მოფიქრება სჭირდება.

თუკი ბავშვი ვუნდერკინდია, რაღაც ტიპის განსაკუთრებულობა არსებობს, ამ შემთხვევაში მინისტრის პრეროგატივაა, რომ დაუშვას 6-წლამდე ასაკის ბავშვის პირველ კლასში მიღება. რამდენადაც მახსოვს იყო ასეთი მიდგომა, შეიძლებოდა მინისტრისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული მონაცემი ჰქონდა. სასკოლო ასაკის მზაობა არ არის მაინცდამაინც 6 წელი, შეიძლება იყოს 7 წელი ან 5 წელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

წყარო:imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეყვარებულის ყოლა ასუქებს
Next post ირაკლი კობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს