ბადრი ჯაფარიძე – სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, შესაბამისად ვიმოქმედებ

Read Time:38 Second

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება და შესაბამისად იმოქმედებს.

„ანალოგიური სისულელე დღევანდელ სასამართლოსაც კი გაუჭირდება, მოძებნოს. მე ამას ვუწოდებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მოსამართლემ. თავისთავად ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, რომლის ობიექტებიც ვიყავით მე და მამუკა ხაზარაძე ბოლო 3 წლის განმავლობაში. დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ნათელია, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“.

ჩემი მანდატი თუ შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მინდა. სამი წელიწადია, მიმდინარეობს სასამართლო დევნა, ესეც ამ დევნის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაც არის იგივე. დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: მიზანშეწონილად მიმაჩნია, გიული ალასანიას მილიონობით ღირებულების ქონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყოს
Next post საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს