არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზე ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი, კაცმა არ იცის კიდევ ვისი მილიარდია ის

Read Time:41 Second

არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზე ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზედ ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი, კაცმა არ იცის კიდევ ვისი მილიარდია ის. ეს არის იძულებითი მდგომარეობა, პოლიტიკური, ფინანსური, ყველანაირი ბმა აქვს ივანიშვილს პუტინთან და მას ამას სთხოვენ. საერთოდ რთულ მდგომარეობაშია საქართველო. დიახ, მოგვიწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელახლა დაცვა და დაიცავს კიდეც ხალხი.

ყველაზე ცუდია, ფსევდო ოპოზიცია რომ გიზის მაგიდასთან, ეს არის კატასტროფა. ახლა ლუსტრაცია ხდება, მე გახარებულია ვარ, რომ წინა აქცია შედგა და ხომ უნდა თქვან, რომ რა კარგია რომ შედგა, თქვი, რა, ამოღერღე, მაგრამ არ უხარიათ ფსევდოებს, მოიგონებენ ისევ რაღაცებს, რომ თავის თავი მომავალ არჩევნებში დაინახონ, რა დროს არჩევნებია ხალხო სახელმწიფოს ვკარგავთ. ახლა არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დრო ყველგან, პარლამენტში, გარეთ, იქაც, აქაც“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
100 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთში ხანძარია – ცეცხლი დედოფლისწყაროს ტყეში გაჩნდა
Next post ექიმი: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა სუსის აგენტი ხარო,არასდროს შევალ მასთან პალატაში