“არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი, ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ნერვები მომეშალა უკიდურესად” – ადა მარშანია

Read Time:45 Second

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, განათლების კანონში შესატანმა ცვლილებებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა გააღიზიანა:

„არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი. ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ნერვები მომეშალა უკიდურესად… ახლა მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოს ე.წ. პარლამენტში დღეს. დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი. კიდევ ერთხელ, მეათაეჯერ დავრწმუნდი ამაში, ახლა აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიის, მანიპულირება ხდება ახლა და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, სადაც ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების ფასდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა დაყენებული და ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდა, თქვენ, რომ დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ. ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით და ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან და ისტორიიდან გამომდინარე.“- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, “ოცნების” დეპუტატთა ნაწილი განათლების შესახებ კანონიდან ტერმინის, “ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებები” ამოღებას ითხოვს. ხოლო საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის ნაწილიც ამის წინააღმდეგია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადა მარსანია-რა ჯანდაბაა ეს ასჯერ დავაჭირე და ვერ ჩავრთე
Next post „ერთადერთი ცოცხალი შვილი მაგლოვეს” – არასწორი ინფორმაცია სარაჯიშვილის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ