აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:29 Second

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესშია.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განუცხადა, მის გუნდს მომხდარ ფაქტზე საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული აქვს.

“პრობლემაა, რომ ეს რეზოლუცია ქმედითი გახდეს და კიდევ ერთი რეზოლუცია რეზოლუციისთვის არ იყოს მიღებული. ასე ცხოვრება შეუძლებელია. რეზოლუციის პროექტზე პოზიციას ვაყალიბებთ. ძალიან მძიმე დღეში ვართ, რადგან შედეგიანი მოქმედებების არეალი ძალიან შეზღუდულია, რასაც მრავალი მიზეზი აქვს”, – განაცხადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ რეზოლუციის პროექტზე ჩატარებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომიტეტმა დღეს ჩაატარა.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს კენჭს ხვალ უყრის, რომელიც უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ ერთობლივად მომზადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები