არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია“

Read Time:45 Second

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას“. როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. ,, გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ს მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა
Next post არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში პოლიციამ დემონსტრანტები კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა