აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:51 Second

1 500-ზე მეტი ვიზიტორი და მნახველი ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს და ცრუ ბრალდებაა, როდესაც სახელმწიფოს ეუბნები რომ მას ვიღაცას უმალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურად ათობით ადამიანი ნახულობს.

„საყურადღებო საკითხია თავად ჯანმრთელობის თემა, ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ მისი პოლიტიკური პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ტაქტიკა ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში.

ჩვენ ვსვამთ კონკრეტულ კითხვებს: თანამშრომლობს თუ არა ეს ადამიანი ექიმებთან?! თუ სახელმწიფო ახერხებს, რომ 10 ათას ადამიანს (ციხეში) მიაწოდოს ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რომ ისინი სასჯელს იხდიან პენიტენციურ სისტემაში და გამოდიან იქიდან ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობით, მათ შორის იყვნენ სააკაშვილის თანამებრძოლები, გამოვიდნენ და დღეს პოლიტიკაში არიან.

მეორე საკითხია, ემორჩილება თუ არა ის ექიმების მკურნალობას, იკვებება თუ არა, სვამს წამლებს თუ არა და ასრულებს თუ არა რეკომენდაციებს. სხვა შემთხვევაში, ლოგიკური ახსნა იმას, რომ 10 ათასი ადამიანის ჯანმრთელობას უვლის პენიტენციურის ჯანდაცვა, რა ხდება ისეთი, რომ ამ ერთი პაციენტის მდგომარეობას ვერ უვლის, რა ხდება ასეთი?!

ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ამ პატიმარსაც ჰქონდეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები