არჩილ თალაკვაძე: ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს და ოპოზიციამ მანდატები აიღოს

Read Time:1 Minute, 1 Second

ყოველი დღე, როცა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ არის წარმოდგენილი, არის დაკარგული დრო მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის, – ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას.

თალაკვაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს.

„მსურს, ჯორჯ კენტს მადლობა გადავუხადო იმ შეფასებებისთვის, რაც სენატში განხილვაზე ჰქონდა. მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან დღემდე, საქართველოს დასავლური კურსიდან არასოდეს გადაუხვევია, ჩვენ მტკიცე პარტნიორობა და მეგობრობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ობიექტური შეფასება, რასაც წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ საქმით და პოლიტიკური განცხადებებით აძლიერებდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოში პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. ჯორჯ კენტის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

რაც შეეხება მის კომენტარს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს გამგებმა კარგად უნდა გაიგოს. ხელისუფლება პარლამენტშია წარმოდგენილი, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების პროცესში ძალიან კონსტრუქციული პოზიციები ჰქონდა. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა და პრინციპული მზადყოფნა გვქონდა, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნათელია, ვის ეხება ეს მნიშვნელოვანი განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას, მართოს ქვეყანა, სრულად აცნობიერებს“, – აღნიშნავს თალაკვაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი მანდატები უნდა აიღონ და საკანონმდებლო საქმიანობა წარმართონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის
Next post დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მზაობა, რომ პოზიციების დაცვაში ერთიანი ვიყოთ