მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 8 Second

ქვეყანაში მეორე ტურების გამართვა პრობლემად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა განვითარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

იგი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის მეორე ტურებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. თალაკვაძემ ისაუბრა იმ მიზეზებზეც, თუ რას ნიშნავს ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამარჯვებულის ტონით გაკეთებული განცხადებები.

„სააკაშვილის მილოცვებს რაც შეეხება, ესეც იმის დამსახურებაა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ნებისმიერ ოპონენტს, პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თუ მის გარეთ, შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს, შეუძლია მიმართვა , განცხადება გაავრცელოს, მათ შორის მედიაზეც მიუწვდებოდეს ხელი. თუ რაიმეს ზეიმობენ, ეს არის ალბათ, საარჩევნო ტაქტიკის ნაწილი, რათა საკუთარი მხარდამჭერები გაამხნეონ.

რაც შეეხება ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურების გამართვას, არ ვფიქრობ, რომ მმართველ გუნდისთვის ეს პრობლემაა. მეორე ტურებიც არის დემოკრატიის ნაწილი. „ქართული ოცნება“ უკვე 10 წელია მართავს ქვეყანას და თუ ისევ სააკაშვილის ხელისუფლებას შევადარებთ, მან ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე 4 წელიწადში პრაქტიკულად წააგო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულად აკონტროლებდა მედიას, ტერორის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, უამრავ ადამიანს ჩამოართვა საკუთრება, ასევე პირველივე წლებში ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერაც და შემდეგ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს მისი ფასადური დემოკრატია და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული პრობლემები. მას ჰქონდა სახელისუფლებო ძალაუფლების სრული ვერტიკალი და შემდეგ 4 წელიწადში წააგო არჩევნები. იგი ხელისუფლებაში რჩებოდა ძალადობითა და არჩევნების გაყალბებით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოებასთან ერთად შეიძლება წამების, ტერორის, ღამით ქონების ჩუქების, მედიისა და ანტენების დაპატიმრების გარეშე, ოპონენტების წამებისა და მათთან ანგარიშსწორების გარეშე – ეს არის ჩვენ შორის არსებული განსხვავება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები