არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია და „ლელო“ ცდილობენ, როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება

Read Time:38 Second

ეს არის ოპოზიციის და „ლელოს“ მცდელობა, რომ როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას რუსთავის მაჟორიტარად კენჭისყრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ცოტახნის წინ მერის არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და წლების განმავლობაში რუსთავს კარგად ახსოვს, ოპოზიციური მმართველობა რას ნიშნავდა და რა შედეგები დადგა მუნიციპალიტეტში, სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ რუსთავსა და გარდაბანში. ჩვენ გვყავს ძალიან პროგრესული, ეფექტური და ენერგიული მერი ნინო ლაცაბიძე, ასევე გვყავს ადგილზე კარგი გუნდი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ეფექტურად ჩაატარებს. ასე რომ, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის მიერ დამაჯერებელი შედეგის დადების შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად და პარლამენტს რუსთავიდან კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი შემოუერთდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი: საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე
Next post რა გაკეთდა და რა კეთდება ბიძინა ივანისვილის ,,ქართუ ფონდის” დაფინანსებით