აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:45 Second

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს. ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება, ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადება: „დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება, მალე დაიხუროს და შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს“.

„შეხედონ ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან. კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, რომელიც სამ თვეში იმ ბრიფინგებით გვესმის, რომელსაც ნიკა მელია ატარებს. ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე, დადგება დრო და ეს იქნება რიგითი არჩევნები, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები