მარტი 29, 2024
0 0
Read Time:54 Second

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს – ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერთა განცხადებებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხი წარედგინება ბიუროს და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები