არჩილ თალაკვაძე: მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე – სააკაშვილს

Read Time:45 Second

მელიამ, ხაბეიშვილმა, ყველამ, დაპირისპირებულმა კლანებმა იციან, რომ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ჯერ კიდევ ჰყავს მიმდევრები და მიდის ბრძოლა იმაზე, ვინ მოიგებს მეტად ამ მიმდევრების გულს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრებიც კი კრიტიკულად არიან განწყობილი იმ ინიციატივებისა და განცხადებების მიმართ, რასაც ხაბეიშვილი და მელია აკეთებენ.

„ოჯახი ხედავს, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობის გადანაწილება მიმდინარეობს კლანებს შორის. მიმდინარეობს პარტიის გადანაწილების პროცესი, ეს არის სააკაშვილის ელექტორატი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება, ვინ წაიღებს ამ ელექტორატს. ეს არის შავი ფული, რომელიც თვითონ განაცხადეს და გავიგეთ ის, რასაც ვეჭვობდით, რომ შავი ფულით ფინანსდება პარტია. მიდის ტელევიზიების გადანაწილების პროცესი და თანამდებობების გადანაწილების პროცესი. ეს არის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაკარგა ლიდერობა. როგორც ის იქცევა საზღვარზე შემოსვლის დროს, ასე ლიდერები არ ბრუნდებიან ქვეყანაში და როგორც ის იქცევა პატიმრობაში, ასე არ იქცევიან ლიდერები. მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე სააკაშვილს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის, პუტინს დაელაპარაკოს, თუ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს
Next post მიხეილ ყაველაშვილი: ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, პროვოკაცია ამ დღეებში უნდა დაწყებულიყო – თუ მსგავსი რამ გამოიკვეთება, სახელები და გვარები პირდაპირ შემიძლია დავასახელო