არჩილ თალაკვაძე: ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო

Read Time:39 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო.

„სად მოისმინა, რომ საქართველოს უარი უთხრეს იმის გამო, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. სხვათა შორის, ომის დაწყებაზე ეს კომენტარი ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. ასევე მათი სატელიტი პარტნიორების განცხადებებს საზღვარგარეთ. როგორც ჩანს ზურაბ ჯაფარიძის ეს წამოცდენა-კომენტარი არ არის იზოლირებული და მანდ უნდა გააკეთოს დამატებით კომენტარები ევროკავშირის რომელ შეხვედრაზე მოისმინა ასეთი რამ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ახალი არ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ოცნების“ ქცევებთან დაკავშირებული კითხვების გამო, გვექნება უარი კანდიდატის სტატუსზე. ესაა კითხვები, რატომაც ვერ ვიღებთ სტატუსს, ესაა პასუხი „ომი გინდათ“ კითხვაზე. ომი კი არ გვინდა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა
Next post ცნობილი ქირურგი ოპერაციის გაკეთების დროს გარდაიცვალა