არჩილ თალაკვაძე: ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს

Read Time:29 Second

ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მეტი დრო დაიხარჯა საერთო საკითხებისა და არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირებაზე.

„დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენ შორის, რომელიც უამრავია. არის ბევრი საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა, ვერც მომავალში შევთანხმდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება
Next post კახა კალაძე: პირობა დავდე, რომ არცერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე