მარტი 29, 2024
0 0
Read Time:29 Second
„ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს – საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.
„ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც ოპოზიციური პარტიების ორკესტირირებულ რეაქციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით, რაც, თავისთავად, კითხვებს აჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამთავრდება გონივრულ ვადებში, საფუძვლიანად, ამომწურავად და კითხვებს პასუხი გაეცემა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები რამენაირად დააზიანოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები