აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:40 Second

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის რეჟიმის დეტალებით დაინტერესდა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფრაქცია ბიუროს ყველა სხდომის დაწყებამდე ადმინისტრაციას წერილობითი ფორმით მიმართავს და აცხადებს, რომ სხდომას არ დაესწრება, თუმცა მისი წევრები სხდომაზე მაინც შედიან. ამ კითხვით თალაკვაძემ გიგი წერეთელს მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ მომართვა გვაქვს სხდომებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის გაუგებარია. ყოველ ბიუროზე შემოდის ეს წერილები და შემდეგ ყველა სხდომას ესწრებით. ბატონო გიგი, იქნებ აგვიხსნათ, როგორ ხდება ეს, რომ ყოველ ბიუროზე წერილი შემოგაქვთ, რომ სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით. ავტომატურად ხომ არ შემოაქვს ეს თქვენი ფრაქციის აპარატს?,“-განაცხადა თალაკვაძემ.

გიგი წერეთელმა კი უპასუხა, რომ ფრაქცია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ესწრება.

რეგლამენტითაა განსაზღვრული, რომ როცა იწყება სხდომები, დასტურდება, ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი რა რეჟიმშია. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რომლებიც ეხება პანდემიას თუ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დავესწრებით“, – აღნიშნა წერეთელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები