აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 30 Second

ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს, საყვარელ ხალხს კიდევ ერთხელ ვხვდებით, რათა შევაჯამოთ გაკეთებული საქმე და განვიხილოთ მომავალი, რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ. სვანეთმა და სვანეთმა ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შემოუნახეთ მთელ საქართველოს. ეს იყო და არის მთელი ქვეყნის განძთსაცავი. თქვენც უამრავი უნიკალური ნიმუში გაქვთ შექმნილი და ეს ყველგან ჩანს. რაც მთავარია, ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათი ათასობით სტუმარს,ქ ქართველსა თუ უცხოელს აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ. უნდა განვაგრძოთ სვანეთისა და მთელი ქვეყნის განვითარება, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესისა და განათლების სფეროში. მეტი ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ პროცესში და მივცეთ მათ საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. მინდა მხარი დავუჭირო მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, რომელთანაც ბოლო 4 წელი ვიმუშავეთ. ის არის საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანი, თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უბრალო ადამიანებთან, თავის საზოგადოებასთან პირნათელი და ამ არჩევნებშიც პირნათელი და ოპტიმისტური გეგმებით მოდის. მოხარული ვართ, რომ თქვენი კუთხის წარმატებული და ღირსეული შვილები რჩებიან და მომავალშიც გააგრძელებენ ჩვენს სახელისუფლებო გუნდში მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს და კიდევ არაერთ ადამიანს თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებსა და სხვა პროფესიის ხალხს, ვინც წარმატებით მუშაობდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო პარტიის თავმჯდომარის სიტყვები, რომ „ქვეყანას ძალადობა და პროვოკაციები არ სჭირდება“. ჩვენ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის გავატარეთ, რომ მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, საზოგადოება შენს გვერდით არის და გაქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, მხოლოდ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გჭირდება. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში და ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები