არჩილ თალაკვაძე: ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა, ამიტომ არ აწყობს „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ

Read Time:36 Second

„ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ. ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს არ აწყობს არც საარჩევნო რეფორმა და არც პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღევანდელი კანონმდებლობით, ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით და თუ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას დაბლოკავს, ის ოპოზიციაში მონოპოლიას შეინარჩუნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ აწყობს, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს წაყვეს საარჩევნო რეფორმაში. „მათ არ აწყობთ არც დღევანდელი მრავალპარტიული პარლამენტი და სხვებთან ოპოზიციური ძალის განაწილება, მათ არ აწყობთ, რომ 8 ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – მონოპოლია ოპოზიციაში, მონოპოლია დეზინფორმაციაზე და მონოპოლია განსხვავებულ აზრზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან – თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს
Next post გოგა ბითაძემ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა