აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:59 Second

ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით, გურია მთლიანადაა ორიენტირებული მომავალზე, სავსეა ოპტიმიზმით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ ვიხედებით და გვაინტერესებს, თუ რის გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გურიაში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას.

„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა ქვეყანაში. პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ. ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ადამიანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი. ჩვენ შევქმენით ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ადამიანის გარშემოა კონცენტრირებული ყველა სახელმწიფო სერვისი. პირველ რიგში, ესაა ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო. წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ამ სექტორში რეფორმების გატარებას. მინდა, სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გამოვუცხადო თითოეულ ექიმსა და ექთანს, რომელიც დღეს ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თაოსნობით, აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები