არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის“ შესახებ ინფორმაცია გააცნეს

Read Time:57 Second

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის“ შესახებ ინფორმაცია გააცნეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ხასან ღალილი და ის მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვის კოდექსის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ონლაინ შეხვედრაზე ბავშვის დახმარების ცხელი ხაზისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი – 111, 1 მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ ბავშვიან ოჯახებსა და სახელმწიფო სერვისებს შორის სწრაფი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ცხელი ხაზის პრინციპი დეტალურად განმარტეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ჩართულობაზე. სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს იმას, რომ არსებული სახელმწიფო სერვისების ფარგლებში დახმარება ნამდვილად მივიდეს ბავშვებამდე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა, შეეძლებათ ცხელი ხაზის დახმარებით უფასო მომსახურება მიიღონ ფსიქოლოგებთან. ამას გარდა, კონსულტაცია შეიძლება მიიღონ, ასევე, ასეთი ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმა.

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის გაეროს ბავშვთა ფონდს და მის წარმომადგენელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ცუცქირიძე: საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია
Next post ხასან ღალილი: დახმარების ცხელი ხაზი მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში