„არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა

Read Time:42 Second

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენია – „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა. მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კუთხით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის უფროსმა.

მან კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციებისა და გამოწვევების ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადობისა და წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ამ მიმართულებით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა და ყურადღება აქტიურ რეზერვზე. გაწვევის სისტემაზე, გვარდიის ამოცანებზე გაამახვილა.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული გვარდიის გარდა, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, უკრაინის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის განვითარების კუთხით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და მიზნად ეროვნული გვარდიის მდგრადობისა და წინააღმდეგობის კუთხით აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი – საარჩევნო გარემო ცხადყოფდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მოებღაუჭოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება
Next post ეს ინფექცია ყველა ადამიანს იპოვის, ვისაც იმუნური ფარი არ ექნება – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ აფრთხილებს