არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

Read Time:44 Second

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე, მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვანის პატივსა და ღირსებას. მეგობრების, ოჯახის წევრებისა და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს, სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით დაემუქრა.

მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ნარკოტესტზე: ჩემი ინიციატივა იყო ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა კანდიდატი ამყვებოდა
Next post კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“