ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ყველასათვის უფასო გახდება

Read Time:42 Second

პრემიერმინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას გააცნო.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც. მარაგები, რომლებიც მათ კომერციული რეალიზაციისთვის შეიძინეს (3000 კოლოფი) სამინისტრო გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ მათ შესასყიდ ფასად. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

ამ დრომდე, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.
რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 4 ინგრედიენტი და 21 წუთი და ეს საოცარი დესერტი მზად არის
Next post „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ლოცვა (ფოტო)