ანრი ოხანაშვილი: შევხვდით ბუნდესტაგის პრეზიდენტს – ყველა აღნიშნავს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით

Read Time:37 Second

შევხვდით ბუნდესტაგის პრეზიდენტს. ყველა აღნიშნავს იმ პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„გერმანია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარების გზაზე. გვქონდა საუბარი 12-პუნქტიან გეგმაზე, იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს ბოლო პერიოდში. ჩვენ გავუზიარეთ დეტალურად თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხებზე. ჩვენ გვსურს, რომ გერმანია იყოს მოწინავე ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ბუნდესტაგში, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლების სამუშაო ვიზიტი გრძელდება. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მისმა გერმანელმა კოლეგამ, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უმასპინძლა. მანამდე კი ქართული დელეგაციის წევრები ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი. ქართველმა კანონმდებლებმა, გერმანული მხარისაგან, მაღალი დონის მხარდაჭერა მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე C ჯგუფიდან არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ⚽
Next post ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა