ანრი ოხანაშვილი: პრაქტიკულად ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით და ერთი წლის ვადით

Read Time:28 Second

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. მხარეები ორ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა გენერალური პროკურორის არჩევის წესზე.

„პრაქტიკულად ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით და ერთი წლის ვადით, როგორც ეს არის პროექტში შემოთავაზებული. ერთი წლის ვადით არჩევა არის ძალიან პრობლემატური და ასევე კონსენსუსი ისეთ საკითხზე, როგორიც არის ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე. ეს კონკრეტული არგუმენტები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ველოდებით კონტრარგუმენტებს. დღეს კომიტეტზე გვექნება განხილვა და მსჯელობა და საბოლოოდ როგორი ფორმით მიიღება ცვლილებები გაირკვევა პლენარულ სხდომაზე“, – განმარტა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე
Next post CSDC-ის პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად