აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:51 Second

მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, უნდა შეძლონ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკურად თანაცხოვრება.

„მძიმე პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ მზად ვართ, ვინაიდან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ჯერ არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებსაც განვიხილავთ, ისინი არღვევენ ამ შეთანხმებას და კიდევ უფრო მძიმე საუბრები გვესმის ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ასე ცალ კარში ვერ ვითამაშებთ. როდესაც საუბრობენ და ბრალდებას აყენებენ, შესაძლებელია, იმას ვუპასუხოთ, მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი არ არის რაიმე ფორმით პოლიტიკური პაექრობა, დღეს ჩვენი ამოსავალი დღის წესრიგია, ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში. გარკვეული საუბრის დროს ფაქტად თუ მოვიხსენიებთ რამეს, ეს არ ნიშნავს, რომ გავდივართ დიალოგიდან, პირიქით, ყველა ჩვენი კოლეგის რიტორიკა ორიენტირებულია უკეთეს ხვალინდელ დღეზე, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, უნდა შეძლონ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკურად თანაცხოვრება. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები