ანრი ოხანაშვილი – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა

Read Time:42 Second

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დევიზს არ ცვლის, იაროს იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, რომელიც ჩასმულია სიაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის პირველი ნომერიც მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა.

ოხანაშვილის შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რამდენად უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავს „ნაციონალური მოძრაობა“.

„შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე, რამდენად არაფრისმომცემი, უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა და პროვოკაციები მათი მთავარი დღის წესრიგია. მათი სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, რომ როგორც მართეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში. მათ სურთ, იმავე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012 ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფო, ეს უნდა იყოს დაბალნსებული – დავით სერგეენკო
Next post საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის – დავით სერგეენკო