მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 11 Second
„ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ჩემს  მოსახლეობაზე ზრუნვა, ამით ვამაყობ და მინდა თქვენთან ერთად, ჩემო ნინოწმინდელებო, შევქმნა ნინოწმინდის წარმატებული ხვალინდელი დღე“ – განაცხადა წარდგენაზე „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, რამხელა პროგრესს მიაღწია  მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ.
„ავიღოთ  თუნდაც ბოლო 4 წელი, როდესაც მე ვიმუშავე თქვენთან ერთად, რამდენი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, თითოეული ამ წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის. მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო ეფექტური, განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების ხელშეწყობაა, მათ განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება, ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება. ოთხი წლის წინ, ნინოწმინდის  მერი სწორედ თქვენი მხარდაჭერით გავხდი. ვიცი, როგორ გიყვართ თქვენი მხარე და კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო მონაწილეობა ნინოწმინდის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში. გპირდებით, ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თქვენთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისთვის.
ახლა კი მინდა სცენაზე მოვიწვიო ნინოწმნდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაღინაკ არზუმანიანი, ასქანაზ მარკოსიანი, გევორკ ისოიანი, გიორგი ჩაპანიანი, ვალერი ბეზოიანი, სერგეი ადუმიანი, შირაზ ხოდიკიანი, გრიგორი შამილიანი, არნაკ ჰახვერდიანი, სამველ დარბინიანი“ – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები