ანზორ მელია – დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ

Read Time:46 Second

არ შეიძლება, ბოღმის ენით, შურის ენით, სიძულვილის ენით მთავრობა გველაპარაკებოდეს ჩვენ, მეგრელ ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის ჩვენი დაცინვა, ეშლებათ. მეგრელებისთვის ოჯახია სიამაყე, მეგრელს ოჯახს როცა გაულანძღავ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ვისი ოჯახია, ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ მერე. მადლობა ზუგდიდელებს, რადგან პირველ ტურში გამამარჯვებინეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ანზორ მელიამ ხელისუფლებას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ზუგდიდის მცხოვრებლებისადმი მიმართვისას ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ ბევრ ახალგაზრდაზე მეტის გაკეტება შეუძლია ქალაქისთვის.

„დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მაღურალიო – მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს, დიდხანს დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე
Next post ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში