ანდრია გვიდიანი: 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორების მკვეთრი გაუმჯობესებით

Read Time:1 Minute, 3 Second

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 25.8% შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.5%-ს გაუტოლდა. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის აღდგენის მსგავსი მაჩვენებლები მთავრობის მიერ გატარებული სწორი ღონისძიებების და გარე ფაქტორების შედეგია.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის აღდგენის ასეთი სწრაფი ტემპი აჭარბებს ყველა მოლოდინს, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებსაც.

აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ მთავარ ფაქტორებს, რამაც მაისის თვეში ეკონომიკის 25.8%-იანი ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 581 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.5%-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს ბიზნესის მნიშვნელოვან გამოცოცხლებაზე და, შესაბამისად, პოზიტიურ მოლოდინებზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა.

ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტის საკითხი, რომელიც მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45%-ით გაიზარდა, ასევე, ფულადი გზავნილები, რომელიც 42.4%-ით გაიზარდა. არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი – ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორშიც მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეინიშნება და წინა წელთან შედარებით, 180%-იანი ზრდა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება”, – განაცხადა გვიდიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზილფიმიანი – ყველაზე ნაკლებად როცა იყო საჭირო, თამარ ჟვანია მაშინ გადადგა
Next post ჯეიმს აპატურაი – საქართველოს მთავრობის წარმატებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა, ეს იყო მტკიცე პროგრესი, საქართველო ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორია