აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:27 Second

მე რაც ამ მოწოდებაში ვნახე არის ის, რაც ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის და უნდა მუშაობდეს საერთაშორისო არენაზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, – ასე აფასებს უკრაინის რადის დეპუტატის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე.

ფიოდორ ვენისლავსკიმ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა დროა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმა აიძულოს.

„მე არ მგონია, რომ ეს მოწოდება, როგორც ამის წარმოჩენას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, არის ის, რომ უკრაინელები ჩვენ მოგვიწოდებენ ომში ჩავერთოთ. უკრაინელები მოგვიწოდებენ ჩვენ იმას, რასაც მოგვიწოდებს ყველა ნორმალური ადამიანი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები